ამერიკის საელჩო: უკვე $20 მილიონამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და დღემდე ვეხმარებით სასწავლებლების განვითარებას

ამერიკის საელჩოს შეფასებით, საქართველოში კვალიფიციური კადრების არსებობისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული პროფესიული სასწავლებლები. ამისთვის კი,
საელჩოს განმარტებით, ამერიკის მთავრობა თითქმის ათი წელია, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
 
„ვამაყობთ, რომ ქვეყანაში არაერთი სასწავლებლის შექმნას შევუწყეთ ხელი. უკვე $20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და დღემდე ვეხმარებით სასწავლებლების განვითარებას. ამის პარალელურად ვმუშაობთ სკოლის მოსწავლეებს შორის ცნობიერების ამაღლებაზე, რომ მათ იცოდნენ არსებული შესაძლებლობების შესახებ და უკეთ დაგეგმონ თავიანთი მომავალი.
 
ამ საქმეში ჩვენი უახლესი პარტნიორი სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2-ა, რომელიც დაგვეხმარება, რომ იმერეთის მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეებს მივაწვდინოთ ხმა“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.