თეგი: ინვესტიციები

პრემიერ-მინისტრი: „ფოთის ახალი ნავსადგური" უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის

„ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ყოფნა. ვულოცავ კომპანია „პეისს“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლიდან მიმდინარეობდა „ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ჩართულობა ამ პროექტში. აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან გამოყოფილი იყო დაფინანსება 50 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანაა. განსაკუთრებით ვუხდი მადლობას ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. კომპანია „პეისი“ უკვე 30 წელია, წარმატებით საქმიანობს. დღეს ამ კომპანიის იუბილეა და ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მლნ ტონას შეადგენს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ გამოიჩინა ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა. მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონის მოსახლეობისთვის", - განაცხადა პრემიერი.

კელი დეგნანი: ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს“, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს საინვესტიციო გარემოს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.„ინვესტორებს სურთ, კარგად ესმოდეთ საინვესტიციო გარემო, სურთ, იცოდნენ ის, რომ თუ საკონტრაქტო დავა ექნებათ, გადაწყდება თუ არა ის სწრაფად სასამართლოში, სამართლიანია თუ არა თამაშის წესები, ტენდერებში ვინმეს ფავორიტები იმარჯვებენ თუ უცხოელი ინვესტორები - ამით იქმნება რეპუტაცია. საქართველომ უნდა შექმნას რეპუტაცია.ინვესტორები ეძებენ ბაზრებს და როდესაც კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, უნდა დაინახონ, რომ საქართველო ფულის ჩასადებად უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მთავრობას საკუთარი როლი აქვს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ინფრასტრუქტურის პროექტებს ეხება. მთავრობას სტრატეგიული გეგმები უნდა ჰქონდეს, რომლებსაც ინვესტორებს აჩვენებს და იტყვის თუ საით მიდის ქვეყანა. ამაში შედის პორტები, საგზაო და კომუნიკაციების ქსელი. თუ მთავრობა ამას საქართველოს მარკეტირების მიზნით გააკეთებს, ვფიქრობ, უფრო მეტ კარგ ამერიკულ ბიზნესს მოვიზიდავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კომპანიები, რომლებიც რუსეთს ტოვებენ

რიგმა კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, ზოგიერთმა ფირმამ, მათ შორის Apple-მა, Jaguar Land Rover-მა, H&M-მა და Burberry-მ, განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობას შეაჩერებენ. ზოგი ჯერ კიდევ განიხილავს ამ საკითხს, ან ქვეყანას არ ტოვებს. BBC სფეროების მიხედვით წერს იმ ფირმებზე, რომლებმაც რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს, ან ქვეყანაში რჩებიან. Europetime სტატიას BBC-ის და ზოგიერთი უკრაინული წყაროს მიხედვით გთავაზობთ. ნავთობი და გაზი BP რუსულ „როსნეფტში“ 20%-იან წილს თმობს. მას მოჰყვა Shell-ის, ExxonMobil-ისა და Equinor-ის ანალოგიური გადაწყვეტილებებიც. იმავდროულად, Total Energies-მა, კიდევ ერთმა მსხვილმა მოთამაშემ რუსეთში, განაცხადა, რომ არ დააფინანსებს ახალ პროექტებს ქვეყანაში, მაგრამ მისი კოლეგებისგან განსხვავებით მიმდინარე ინვესტიციების დათმობას არ გეგმავს. ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რა ბედი ელის ამ ინვესტიციებს - შესაძლებელია თუ არა მათი გაყიდვა, მათი ღირებულების გარკვეული ნაწილის ანაზღაურება, თუ ისინი უბრალოდ ჩამოიწერება.  გართობა Warner Bros-ი ახალი ფილმების გავრცელება აჩერებს. ამერიკულ გიგანტს შეუერთდნენ დისნეი, სონი, Turning Red. Marvel-ის და Morbius-ის პრემიერებიც გაუქმდა. ყველა კომპანიამ განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა „ჰუმანიტარულ კრიზისს“ უკრაინაში და არა დაწესებულ სანქციებს. ტექნიკა Apple-მა შეაჩერა ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთში და შეზღუდა სხვა სერვისები, როგორიცაა Apple Pay და Apple Maps. დახურულია მისი მაღაზიებიც. ამასთან, Xiaomi-სა და Apple-ის გარდა, Samsung -ი, სმარტფონების წამყვანი მიმწოდებელი რუსეთში, გაყიდვებს შეაჩერებს. BBC წერს, რომ ჯერ გაურკვეველია, დაიხურება თუ არა სამსუნგის მაღაზიები. საცალო ვაჭრობა შვედური ავეჯის გიგანტი Ikea გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეაჩერა თავისი ფუნქციონირება რუსეთში, დაზარალდა 17 მაღაზია, თუმცა Ikea-ს მფლობელი კომპანია მეგა სავაჭრო ცენტრებს ინარჩუნებს. კიდევ ერთმა შვედურმა გიგანტმა H&M-მა უკვე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ბრენდი მიჰყვება მას, იტყობინება საცალო საკონსულტაციო კომპანია GlobalData-ს წარმომადგენელი, მაურინ ჰინტონი. Zara რუსეთში 500-ზე მეტ მაღაზიას დახურავს. იხურება Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და Uterqüe. Inditex -ში BBC-ს განუცხადეს, რომ ვიდრე სერვისები „დროებით შეჩერებულია“. რუსეთში დაფუძნებული 9000 თანამშრომლის მხარდასაჭერად, გეგმას ადგენენ. ბრიტანულმა მოდის ფირმა Boohoo-მ ასევე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში და ასევე დახურა ვებგვერდი ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ H&M-მა მიზეზად უკრაინაში „ტრაგიკული მოვლენები" დაასახელა, სხვა ბრენდებმა, როგორიცაა Nike, უბრალოდ განაცხადეს, რომ ამჟამად ვერ უზრუნველყოფენ საქონლის მიწოდებას რუსეთში. Burberry-მ განაცხადა, რომ აჩერებს ყველა გადაზიდვას, რადგან „შეკვეთების შესრულება რუსეთში“ გართულდა. ავტომობილები Jaguar Land Rover (JLR), General Motors, Aston Martin და Rolls-Royce არიან ავტომობილების მწარმოებლები, რომლებმაც რუსეთში მანქანების მიწოდება შეაჩერეს, ხოლო სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელმა JCB-მ ყველა ოპერაცია შეაჩერა. ზოგიერთ ავტომწარმოებელს, როგორიცაა Volkswagen-ი და BMW, ზოგიერთ ევროპულ ქარხანაში წარმოების შეჩერება მოუწიათ. ვინ რჩება? Marks & Spencer-ს რუსეთში 48 მაღაზია აქვს. მაგრამ მათ მართავს თურქული ფრენჩაიზის კომპანია FiBA. M&S-მა განაცხადა, რომ აჩერებს თავისი საქონლის მიწოდებას FiBA-ს რუსული ბიზნესისთვის, მაგრამ მაღაზიები ქვეყანაში ღია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკული კოპანია, მათ შორის Nike, Apple, ExxonMobil და Harley-Davidson, გავიდა რუსეთიდან, ზოგიერთი ყველაზე ცნობილი კორპორაცია ჯერ კიდევ ქვეყანაშია. მაგალითად, „მაკდონალდსი“ და „პეპსი“. უკრაინაში „სუპერმარკეტების“ სამმა ქსელმა „კოკა კოლას“ გაყიდვა აიკრძალა, რადგან მათი განმარტებით, „ეს უსირცხვილო კომპანია აგრძელებს მუშაობას დამპყრობლებისთვის”. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე

საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე გაზრდილი ინვესტიციების კვალდაკვალ, შემცირების ნაცვლად იზრდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად განხორციელებული პირდაპირო უცხოური ინვესტიციები, ავტომატურად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შემცირებულ სიღარიბეს. საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული კაპიტალი არ მოქმედებს უმუშევრობის დონესა და სიღარიბეზე. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს მოსახლეობის 17.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, ხოლო უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით 2021 წელს გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ; ნიდერლანდები — $125,9 მლნ; ჩეხეთი — $81,8 მლნ; თურქეთი — $64,7 მლნ; რუსეთი — $58,6 მლნ; ლუქსემბურგი — $41 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ; გერმანია — $31,6 მლნ; მარშალის კ-ები — $21,3 მლნ; სეიშელები — $19,8 მლნ; დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს:  საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ; გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ; ენერგეტიკა — $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ; უძრავი ქონება — $84,1 მლნ; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ; მშენებლობა — $27,6 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ; ტრანსპორტი — $4,7 მლნ; დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ. რა როლი აქვს უცხოურ ინვესტიციებს ეკონომის განვითარებაში? როგორ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ანალიტიკოსმა და ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა. ET: 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ იგრძნობა ამ სოლიდური კაპიტალის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან დილეტანტურია ამ საკითხისადმი მიდგომა. აქ მთავარია, რომ ინვესტიცია შემოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ სექტორში განთავსდება, რა პასუხისმგებლობა ექნება ინვესტორს და რა შედეგი უნდა მოიტანოს. ინვესტორი იმიტომ არ შემოდის საქართველოში, რომ ფილანტროპია. ის ფულს დებს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს და კაპიტალი უკან გაიტანოს. საქართველოში არ არსებობს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად არ არის სტრატეგია, რა სფეროებშია საჭირო ინვესტირება. უნდა დაისვას კითხვები: ინვესტორი რომ შემოდის, რა კაპიტალი შემოაქვს? აქვს თუ არა მას ვალდებულება, რომ ადგილობრივები დაასაქმოს? ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა მისცეს თუ არა რამე სარგებელი? მაგალითად, თუ რომელიმე ოფშორიდან შემოდის ინვესტიცია და განთავსდება, რომელიმე ეკონომიკურ ზონაში, სადაც გადასახადები დაბალია - ჩვენ რა სარგებელს ვიღებთ? შეიძლება, ინვესტორებმა ადგილობრივი მუშა-ხელიც კი არ დაასაქმონ. ET: სხვა ქვეყნებში როგორია მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით? თუ გადავხედავთ იგივე განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ს, ევროპას თუ ჩინეთს, ყველგან აქვთ კონკრეტული სტრატეგია უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით. განსაზღვრულია დარგები, სადაც ინვესტორის შესვლა პრიორიტეტულია და აქვთ დამატებითი ბონუსები. ამასთან ერთად, ქვეყანაში კაპიტალის შემომტანს აქვს დამატებითი ვალდებულებები. მაგალითად, თუ შემოდის მაღალტექნოლოგიური კომპანია, სთხოვენ რომ მაღალი ტექნოლოგიები შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კადრები გადაამზადოს და თუნდაც დასაქმებულთა 80% მაინც იყოს ადგილობრივი. ET: ჩვენთაც ხომ აქვს უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები ინვესტორს. ეს ჩანაწერი გვხვდება საინვესტიციო შეთავაზებაში. ეს ჩანაწერი ხშირად ფორმალურია, ამის მაგალითებიც არსებობს. ჩვენ შემოსული კაპიტალის სტატისტიკას ვითვლით, მაგრამ სად მიდის ის ინვესტიციები, რა შედეგები მოაქვს და რამდენად სასარგებლოა ეკონომიკისთვის - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ დონემდე არც კი მიდის შეფასება. ციფრს ვიგებთ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ სად და რა სარგებელი მოიტანა ამას არ ვიკვლევთ. ერთადერთი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო ინვესტიციებს. შიდა ინვესტიციებს თითქმის არცაა საუბარი. შესაძლოა, შიდა ინვესტიციები ბევრად უფრო სარგებლის მომტანი იყოს. ET : 2021 წელს, ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საფინანსო სექტორს აქვს. შემდეგ მოდის გართობა-დასვენება, სხვა სახის მომსახურება, ენერგეტიკა და დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა. რატომ არის წლებია საქართველოში საფინანსო სექტორი ინვესტორების სამიზნე? ყველაზე კარგი მაგალითია, რომ დავფიქრდეთ იმაზე თუ, რატომ დებენ ფინანსურ ინსტიტუტებში უცხოელები ფულს. იმიტომ, რომ საქართველოს ბანკების მომგებიანობის ეფექტურობა მსოფლიოში ტოპ ხუთეულშია. ანუ ფულს ჩადებენ, მოგებას მარტივად იღებენ და უკან გააქვთ კაპიტალი. ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის სექტორი, სადაც ფულს სწრაფად და მაღალი პროცენტით მოიგებენ. მაგალითად, რატომ არ შემოდის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში? ინვესტორების პორტფელში ამ სექტორში შემოსული კაპიტალის 1%-იც კი არ არის. ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული. ჩვენთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაიდოს კაპიტალი, ვიდრე საფინანსო სექტორში, რადგან აქ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ დარგს სჭირდება ტექნოლოგიური განვითარება. ET: 2021 წელს შემოსული $1 მილიარდზე მეტი კაპიტალიდან ინვესტორებმა $9 მილიონი თევზჭერის განვითარებაში ჩადეს. $9 მილიონის ინვესტირება ამ დარგში შემოსული $1 მილიარდიდან ძალიან მინიმალურია. სამწუხაროდ, არ გვაქვს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად, იგივე შიდა კაპიტალს საპარტნიორო ფონდი სასტუმროების განვითარებისკენ მიმართავს. ტურისტულ სექტორს არ სჭირდება ამ მოცულობის დახმარება. მაგალითად, თუ გვექნება სტრატეგია, რომ ვინც სოფლის მეურნეობაში ფულს ჩადებს, იქ რაღაც შეღავათს მიიღებს და საფინანსო სექტორში თუ ჩადებს პირიქით გადასახადი უნდა გადაიხადოს, მეტ ბიძგს მისცემს ინვესტორებს, რომ სოფლის მეურნეობისკენ წავიდეს ფინანსური ნაკადი. ET: საქართველოს მოსახლეობის განწყობა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით უარყოფითია. ბოლო მაგალითია ნამახვან ჰესის ამბავი. როგორ ფიქრობთ ეს რამ გამოიწვია? რადგან არ გვაქვს არანაირი საინვესტიციო სტრატეგია, შესაბამისად ხდება კაპიტალის პოლარიზება კონკრეტული მიმართულებებით. საფინანსო სექტორი და ენერგეტიკა და აქ შემოსული ინვესტიციები სარგებელს არ აძლევს მოსახლეობას და შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ ვერც ეკონომიკა და ვერც საზოგადოების ფართო ფენები ვერ გრძნობენ აქედან მიღებულ სარგებელს. გარკვეულწილად ამითაა გამოწვეული ხალხის პროტესტი ინვესტორებთან მიმართებით. მოსახლეობამ წლებია ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. ვერ ხვდება, რატომ უნდა გადასცეს იჯარით ინვესტორს მიწა? ხდება ამ ინვესტიციების მიმართვა იმ სექტორებში, სადაც მოგების მაღალი მაჩვენებელია და ის სექტორები, რაც რეალურად უნდა გვაინტერესებდეს კვლავ განვითარების დაბალ დონეზე რჩება. ადამიანმა თუ არ მიიღო სარგებელი, მაშინ რისთვის გვინდა ინვესტიცია? კაპიტალდაბანდების მიზანი და მნიშვნელობა ისაა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, შემცირდეს უმუშევრობა და მოქალაქეების 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იყოს. ამ პოლიტიკით, ინვესტიციების სარგებელი არ მიდის ინდივიდებამდე. ET: და მაინც, სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას? აი, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი იყო მინისტრი, თავისი შენობა გაყიდა არაბ ინვესტორზე, რომელსაც იქ სასტუმრო უნდა აეშენებინა. უწყება გადავიდა ნაქირავებ შენობაში. 2015 წელს ეს შენობა $9 450 000 გაიყიდა. 7 წელი გავიდა და დღემდე არ აქვს ეკონომიკის სამინისტროს შენობა და იმ ფულიდან სოლიდური წილი ქირაში დახარჯეს. უწყების ძველ შენობაში დღესაც არაფერია. ინვესტორს პრობლემები შეექმნა და მისთვის ვადის გაჭიანურების გამო, ჯარიმებიც არ დაუწესებიათ. რა იყოს ამაში პოზიტიური? მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მონაცემებში აისახა. საბოლოოდ, სარგებელი კი არ მოიტანა ამ ინვესტიციამ, პირიქით - დაგვაზარალა.  

TOP 10 ადგილობრივი კომპანია, რომელშიც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

Europetime-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია „IDS ბორჯომში“ განხორციელდა. „ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს დავითაშვილი: სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს ბორჯომში „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები აქციას მართავენ ბოლო ორი წელია კომპანიას განხორციელებული კაპიტალდაბანდებით, იმ საწარმოებს შორის რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებენ, ლიდერის პოზიცია ეკავა. TOP 10 კომპანია რომელშიც 2021 და 2000 წლებში ყველაზე სოლიდური კაპიტალდაბანდება განხორციელდა: 2021 წელი აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი სს RMG Copper სს ბიჯეო ჯგუფი სს დარიალი ენერჯი სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური სს მეტრო ავრასია ჯორჯია სს საქართველოს კაპიტალი შპს RMG Gold შპს ენკა რინიუებლზ შპს მაგთიკომი 2020 წელი აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი სს ბიჯეო ჯგუფი სს ენერგო - პრო ჯორჯია სს ეპ ჯორჯია გენერაცია შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია შპს ენთეინ ჯორჯია შპს თბილისი ენერჯი შპს მტკვარი ჰოლდინგი შპს რუსთავის ფოლადი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე

რომელი ქვეყნიდან შემოვიდა და საქართველოს ეკონომიკის რომელ დარგებში განთავსდა ყველაზე მეტი კაპიტალი

Europetime-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. TOP 10 ქვეყანა 2021 წელს საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ; ნიდერლანდები — $125,9 მლნ; ჩეხეთი — $81,8 მლნ; თურქეთი — $64,7 მლნ; რუსეთი — $58,6 მლნ; ლუქსემბურგი — $41 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ; გერმანია — $31,6 მლნ; მარშალის კუნძულები — $21,3 მლნ; სეიშელები — $19,8 მლნ; დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ. საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემებით ჩანს, რომ საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, მეორეა ნიდერლანდები, შემდეგ ჩეხეთი, თურქეთი და ინვესტორების ხუთეულს რუსეთის ფედერაცია კრავს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით: საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ; გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ; ენერგეტიკა — $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ; უძრავი ქონება — $84,1 მლნ; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ; მშენებლობა — $27,6 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ; ტრანსპორტი — $4,7 მლნ; დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ. საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მიმზიდველი დარგია საფინანსო სექტორი, შემდეგ გართობა, დასვენება და მომსახურების სფერო. მესამეა ენერგეტიკა, შემდეგ უძრავი ქონება და ხუთეულშია ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება. ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. შეცვლილია TOP ინვესტორთა რეიტინგიც. ქვეყნების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი დოლარი შეადგინა. ესპანეთის პირველ ადგილზე გასვლა სავარაუდოდ, კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვას უკავშირდება. ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი კაპიტალი შემოვიდა: ესპანეთი - $196 მილიონი; - მატება 98,000%; დიდი ბრიტანეთი - $87.2 მილიონი; კლება 1.4%;  თურქეთი - $67.1 მილიონი; მატება 130%;  ჩინეთი - $36.4 მილიონი; მატება 12,030%; ნიდერლანდები - $33.6 მილიონი; მატება 500%; აშშ - $31.7 მილიონი; (2021 წლის პირველ კვარტალში - 59.8 მლნ იყო); მარშალის კუნძულები - $18.3 მილიონი; მატება 154%; მალტა - $10.2 მილიონი; (2021 წლის პირველ კვარტალში - 11.9 მლნ იყო; გერმანია - $9.2 მილიონი; მატება 26%; დანარჩენი ქვეყნები - $78.5 მილიონი; მატება 17%.

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი). საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს ენერგეტიკა - $236.4 მილიონი; საფინანსო სექტორი - $111.1მილიონი; უძრავი ქონება - $81.3 მილიონი; დამამუშავებელი მრეწველობა - $37.4 მილიონი; ტრანსპორტი - $23.4 მილიონი; მშენებლობა - $19.3 მილიონი; კავშირგაბმულობა - $14.7 მილიონი; სასტუმროები და რესტორნები - $12.1 მილიონი; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - $2.3 მილიონი; დანარჩენი სექტორები -$30.3 მილიონი;  საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. შეცვლილია TOP ინვესტორთა რეიტინგიც.

ლევან დავითაშვილი: საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორად რჩება

„გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში შექმნილი გაურკვევლობის მიუხედავად, რომელიც ეკონომიკაზე აისახება, საქართველოში ვინარჩუნებთ, ერთი მხრივ, სიმშვიდეს და მეორე მხრივ, მაღალ ნდობას ბიზნესის მხრიდან ჩვენი ეკონომიკის მიმართ, ამის დასტურია 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა ფიქსირდება“ - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს ლევან დავითაშვილმა თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტია წინა პერიოდთან შედარებით - მისი ოდენობა 435.7 მლნ. აშშ. დოლარით არის გაზრდილი და და რეკორდულ მაჩვენებელს - 568.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. „ეს მიუთითებს, რომ რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ რჩება მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ზრდა გვაქვს ევროკავშირიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ქვეყნები საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან.  

ანტალიაში, უძრავი ქონების შესყიდვაში, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები დაწინაურდნენ

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2017-2021) უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თურქეთში, ანტალიაში 41,7 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი შეიძინეს. თურქეთის სამხრეთ ნაწილში, უძრავი ქონების შესყიდვის კუთხით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირველ სამეულში  რუსეთი, ირანი და გერმანია არიან. უძრავი ქონების სააგენტო Helmann-ის თავმჯდომარემ, სელმან ოზგუნმა, Anadolu Agency-ს განუცხადა, რომ ანტალია თურქეთში უძრავი ქონების ინვესტიციების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რეგიონია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, თურქეთის „ტურისტული დედაქალაქი“ მხოლოდ სტამბოლს ჩამორჩება. რეგიონი ასევე ლიდერობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და აქ განთავსებული კომპანიების დამფუძნებლების რაოდენობით, განაცხადა ოზგუნმა. „100-ზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება ანტალიიდან ათობით ქვეყანაში. მუდმივად საცხოვრებლად აქ ხალხი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდის. ადგილობრივი და გლობალური ბრენდების ინვესტიციები არ წყდება“, - განაცხადა ოზგუნმა. მისივე თქმით, ანტალიის თავისებურებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ინვესტორები რეგიონში უძრავ ქონებაში ინვესტირებას ამჯობინებენ. 2017 წლიდან 2021 წლამდე უცხოელებმა ქვეყნის მასშტაბით 206 768 უძრავი ქონება შეიძინეს, საიდანაც 20,2% ანტალიაშია.  

აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია - სარჰან ისმაილოვი

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანმა $3,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა სარჰან ისმაილოვმა განუცხადა. საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 3 000 კომპანია დაფუძნდა მისი თქმით, განხორციელებული ინვესტიციებიდან $1,5 მილიარდი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ზე მოდის. „აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. ჩვენი კომპანიები, რომლებიც საქართველოში დებენ ინვესტიციებს, ქმნიან ათასობით სამუშაო ადგილს და იხდიან სოლიდურ გადასახადებს“ - აღნიშნა ისმაილოვმა. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს

თოყაევი რუსეთიდან გასულ უცხოურ კომპანიებს, ყაზახეთში ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელისუფლებას დაავალა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან გავიდნენ ყაზახეთში ხელსაყრელი პირობები შეუქმნან. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ჩვენ ვართ მოწმეები, თუ როგორი გლობალური ბრძოლა მიმდინარეობს საინვესტიციო კაპიტალისთვის. რუსეთში 1400 უცხოური კომპანიიდან ყოველმა მეორემ შეაჩერა საქმიანობა ან საბოლოოდ დატოვა რუსეთის ბაზარი. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი პირობები მათი ყაზახეთში რელოკაციისთვის“, - განაცხადა თოყაევმა მთავრობის სხდომაზე. თოყაევი თვლის, რომ დასავლური კომპანიების რუსეთიდან ყაზახეთში გადატანა ქვეყანაში მაღალი მოთხოვნის საქონლის წარმოებას გაზრდის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ასობით უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა.   იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ათასზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა შემცირდეს საქმიანობა რუსეთში.  

ინვესტორები და სექტორები, სადაც 2021 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განთავსდა - საქსტატი

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტი. ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2021 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 59.7 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 48.6 პროცენტით (603.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 11.1 პროცენტით (138.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 8.1 პროცენტით (100.0 მლნ. აშშ დოლარი). ინვესტორი ქვეყნები და ინვესტიციები: გაერთიანებული სამეფო - $603.6 მლნ; ნიდერლანდები - $138.3 მლნ; თურქეთი - $100 მლნ; ჩეხეთი - $80.8 მლნ;  რუსეთი - $75.5 მლნ;  გერმანია - $36.2 მლნ; ლუქსემბურგი - $34.9 მლნ; სეიშელები - $29.9 მლნ;  საამიროები - $28.3 მლნ; FDI ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს:  საფინანსო სექტორი - $465.3 მლნ; ენერგეტიკა - $185.9 მლნ; მრეწველობა - $133.3 მლნ;  უძრავი ქონება - $110.3 მლნ; სოფლის მეურნეობა - $1.9 მლნ;  ჯანდაცვა - $26.8 მლნ;  

ამერიკის საელჩო: უკვე $20 მილიონამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და დღემდე ვეხმარებით სასწავლებლების განვითარებას

ამერიკის საელჩოს შეფასებით, საქართველოში კვალიფიციური კადრების არსებობისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული პროფესიული სასწავლებლები. ამისთვის კი, საელჩოს განმარტებით, ამერიკის მთავრობა თითქმის ათი წელია, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.   „ვამაყობთ, რომ ქვეყანაში არაერთი სასწავლებლის შექმნას შევუწყეთ ხელი. უკვე $20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და დღემდე ვეხმარებით სასწავლებლების განვითარებას. ამის პარალელურად ვმუშაობთ სკოლის მოსწავლეებს შორის ცნობიერების ამაღლებაზე, რომ მათ იცოდნენ არსებული შესაძლებლობების შესახებ და უკეთ დაგეგმონ თავიანთი მომავალი.   ამ საქმეში ჩვენი უახლესი პარტნიორი სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2-ა, რომელიც დაგვეხმარება, რომ იმერეთის მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეებს მივაწვდინოთ ხმა“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.

ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის სექტორში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში $3 მლრდის ინვესტიციას ელოდება

საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება. მოგეხსენებათ, რომ მითუმეტეს ამ ომმა რაც მიმდინარეობს უკრაინაში და კრიზისმა გამოაჩინა კიდევ ერთხელ სირთულეები, რომელიც ქვეყნებსა და სახელმწიფოებს აქვთ, ესაა ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა. ე.ი. ჩვენ რას ვგულისხმობთ ახალი შეთავაზებით, ახალი სქემით - მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი - ბუნდოვანი იყო ასე ვთქვათ ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი  - სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“. ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ შეიძლება ითქვას რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორეს მხრივ კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა,  10 პროცენტით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა, ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი, ძვირფასო მეგობრებო და მინდა ვთქვა რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მითუმეტეს ეს არის განახლებადი ენერგია, სუფთა ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა, რომ იტყვიან და ამას რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერმა.  

იაპონური კომპანიები ანაკლიის პორტით დაინტერესდნენ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თქმით, იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესდნენ. ამის შესახებ არველაძემ თბილისიში, ქართულ-იაპონური ბიზნესფორუმზე გამოსვლამდე მედიასთან განაცხადა.  ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია „ჩვენ მათ ვთავაზობთ ლოგისტიკური სფეროს მიმართულებით ინვესტიციებს, მათ შორის ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებულნი. ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითაც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა გენადი არველაძემ. ამასთან, გენადი არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი იაპონური კომპანია და  იაპონური ინვესტიციები საქართველოში. მისივე თქმით, 1997 წლიდან დღემდე იაპონიიდან 254.5 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2022 წლის მეორე კვარტალში იაპონიიდან რეკორდულად მაღალი - 42 მლნ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა და 220 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. „ამ მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობითი ქართულ - იაპონური ბიზნესფორუმის მუშაობაში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. ფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და JTI მხარდაჭერით ტარდება.

9 თვეში თურქეთის ეკონომიკაში, $9,3 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

მიმდინარე წლის ცხრა თვეში თურქეთის ეკონომიკაში $9 მილიარდ 282 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იანვარ-სექტემბერში 9 მილიარდ 282 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო წლიური თვალსაზრისით 12,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდი შემოდინება თურქეთში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ესპანეთიდან დაფიქსირდა - $1,5 მილიარდი. მას მოსდევს შვეიცარია ($636 მილიონი) და ნიდერლანდები ($601 მილიონი). ეკონომიკის სფეროებს შორის, მიმდინარე წლის სამი კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში დაფიქსირდა, სადაც წლის დასაწყისიდან ინვესტირებულია მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35 პროცენტი. მას მოსდევს გადამამუშავებელი მრეწველობა (23 პროცენტი) და საბითუმო/საცალო ვაჭრობა (21 პროცენტი). პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელმა ბურაქ დადლიოღლუმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთშიდადებითი დინამიკაა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ ვერ შეძლეს პანდემიის შედეგების დაძლევა და გლობალური რისკების მინიმუმამდე დაყვანა. „თურქეთს აქვს ძლიერი და სტაბილური საინვესტიციო გარემო, რაც უცხოელი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს“, - განაცხადა დადლიოღლუმ.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში, ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს. „ხუთი წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ახლა, ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე, დავიწყეთ ინვესტიცია საქართველოს ნაწილის გაფართოებაში. ეს პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდება", - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით საჰაერო და ტვირთების გადაზიდვაში. ამ სამუშაოების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება კომერციული საზღვაო პორტის გადაზიდვის სიმძლავრის გაფართოება 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე წელიწადში. „დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, ლაჩინის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანში საჰაერო ნავსადგურების რაოდენობა 9-ს მიაღწევს. „ბუნებრივია, ეს კეთდება არა მხოლოდ მგზავრთა გადაზიდვისთვის, არამედ ტვირთის გადაზიდვისთვისაც. ამდენად, ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტვირთის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას და ამისთვის მზად ვართ", - დასძინა ალიევმა. მანამდე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი BTK-ის განვითარებაში 2022-2023 წლებში ინვესტიციას განახორციელებს, რათა რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზარდოს. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).  

პრემიერი ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის - Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. „აღინიშნა, რომ გასულ წელს, მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული გართულებებისა, საქართველო განაგრძობს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი“, - წერია ინფორმაციაში. ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს 47,36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. დღესვე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Airbus Helicopters” -ის აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ივენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, კერძოდ კი, აღინიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება. "H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. მიუხედავად პანდემიის წლებში ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისა, ქვეყანამ მოლოდინს გადააჭარბა და ისევე, როგორც 2021 წელს, 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას

„გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის  ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის“, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მის მიერ განსაზღვრულ 4 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთია ინვესტიციები და ვაჭრობა. „მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.  ასევე წაიკითხეთ: საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა  

ხარკოვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში ინვესტიციით, ამერიკული კომპანიები დაინტერესდნენ - მერი

ხარკოვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი ამერიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს. ამის შესახებ ხარკოვის ქალაქის მერმა იჰორ ტერეხოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა, იუწყება Ukrinform-ი. „გუშინ დავასრულე ჩემი ვიზიტი აშშ-ში, რომელიც მართლაც დატვირთული იყო. ყველა შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ხარკოვის ომის შემდგომი აღდგენა. შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. უკრაინის სახლში იყო შეხვედრები ინვესტორებთან, საერთაშორისო კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფონდებთან. პირველ რიგში, საუბარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას ეხებოდა, რადგან არის ინვესტიციის განხორციელების ინტერესი“, - განაცხადა მერმა.