უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ესპანელ კოლეგასთან მარგარიტა რობლესთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი განიხილა. უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს მიიღებს.
ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
„პროდუქტიული საუბარი მქონდა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან, მარგარიტა რობლესთან. ჩვენ ველოდებით სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მალე ჩამოვა“, - განაცხადა მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
მან მადლობა გადაუხადა ესპანეთს იმისთვის, რომ კიევს Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები პირველმა შესთავაზა, რათა ქვეყანამ ცის დაცვა შეძლოს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს დახმარების კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა, რომელშიც შედიოდა რვა ჯავშანტექნიკა, ორი სასწრაფო დახმარების მანქანა და ხუთი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა.