კრიტიკულია 47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა სასტუმროს ნომერში ხელყუმბარა ააფეთქა. დაშავებული "ღუდუშაურის" კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 47 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატზეა, მას სხეულის დამწვრობა აქვს.
"მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ექიმი.