ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 866,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (854,5 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2022 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 442,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 423,8 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 270,6 ათასი ტონა (61,1%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 161,9 ათასი ტონა (36,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10,4 ათასი ტონა (2,3%);
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორცოელდა - 429,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 49,5%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 195,4 ათასი ტონა - 22,5%; ბულგარეთი - 98,2 ათასი ტონა - 11,3%; თურქმენეთი - 71,4 ათასი ტონა - 8,2%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 6,4%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,9%, საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა - 0,5%, ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,2% და სხვ.