FBI-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ლეპტოპის ქურდობაში ბრალდებული ჯუნ უილიამსი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უილიამსი პენსილვანიის შტატში დააკავეს.
ჯუნ უილიამსი რამდენიმე დღე, რაც მიმალვაშია. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ უილიამსი გაუძღვა ტრამპის მხარდამჭერებს სპიკერის ოფისისკენ, საიდანაც მან ლეპტოპი, ან მყარი დისკი მოიპარა.
დაკითხვაზე უილიამსის ყოფილი შეყვარებულიც დაიბარეს. მან ამოიცნო ის და ასევე გააჟღერა ვერსია, რომ უილიამსი სპიკერის ლეპტოპის გაგზავნას აპირებდა რუსეთში საკუთარ მეგობართან, რომელსაც ის რუსეთის ხელისუფლებისთვის უნდა მიეყიდა.
სამართალდამცავ ორგანოს გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია. პელოსის ლეპტოპის მდებარეობა ჯერჯერობით ისევ უცნობია. საგამოძიებო ბიუროს ვარაუდით, შესაძლოა ეჭვმიტანილმა შეძლო ნივთმტკიცების გაგზავნა, ან განადგურება.
სპიკერის ლეპტოპის მოპარვის ფაქტზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.