პოლონელი გენერალ-მაიორი პიოტრ ტრიტეკი, ევროკავშირის მისიის მეთაურად დაინიშნა, რომელიც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა.
„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე არის პოლონეთის პოზიციის საერთაშორისო ასპარეზზე აღიარება“, - დაწერა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე.
პიოტრ ტრიტეკი 51 წლისაა და ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა.
17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა 15 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურისთვის სასწავლო პროგრამა შექმნა. პროგრამა კოორდინირებულია ბრიუსელიდან, მაგრამ თავად ტრენინგი პოლონეთსა და გერმანიაში ჩატარდება.
მანამდე უკრაინელი სამხედროებისთვის, საკუთარი სასწავლო პროგრამა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომელსაც წელიწადში 10 000 ადამიანი გაივლის.