სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, ეს სოჭშიც დაადასტუროს.
„სომხეთი, სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ წარმოადგინა“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე.
სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერს გაიმართება.