ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ, რომლებსაც ნამდვილად სძულთ ჩვენი ქვეყანა. Twitter-მა ახლა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მოიშოროს ყველა ბოტი და ყალბი ანგარიში“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ილონ მასკს პარასკევამდე უნდა დაესრულებინა Twitter-ის შესყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კომპანიასთან სამართალწარმოების დაწყება მოუწევდა.
Twitter-მა მასკს გარიგების დასრულებუს მიზმნით, სასამართლოშუ უჩივლა. დელავერის (აშშ) სასამართლომ, საქმის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტა.