ერთი თვის განმავლობაში უკრაინა კანადიდან, თითქმის ოთხ ათეულ თანამედროვე ჯავშანმანქანას მიიღებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ვინიპეგში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი.
„უკრაინისთვის ზაფხულში დაპირებული 39 ჯავშანმანქანა ევროპაში დღეს ჩავიდა, სადაც უკრაინული ძალების წვრთნა მიმდინარეობს“, - განაცხადა ტრუდომ.
მთლიანობაში, კანადამ 2022 წელს უკრაინას $2 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო, რაც ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.