ალექსანდრ ლუკაშენკო ნიკოლ ფაშინიანს: ბიჭებო, რისთვის იბრძვით? - რატომ ომობთ?

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სომხეთსა და აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ტერიტორიებისთვის ბრძოლის შეწყვეტისკე მოუწოდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

„ბიჭებო, რისთვის იბრძვით? რას ებრძვით ამ მთებში ორი ათასი კილომეტრის სიმაღლეზე? მოკლეს სამასი ადამიანი! სამასი ადამიანი დაიღუპა იქ, სადაც ხალხი არ ცხოვრობს! სადაც თხებიც კი არ მიდიან! რას ებრძვით? თქვენ ორივენი დასხედით [აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან] და შეთანხმდით. დაე, რუსეთმა გადახედოს ამ ხელშეკრულებას. მაგრამ თქვენ არ გინდათ!"- ამ სიტყვებით ლუკაშენკომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიმართა.

ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ამ მომენტში, გარე მოთამაშეები „რუსეთის მთელ პერიმეტრზე ოკუპაცის იწყებენ“. ამის მაგალითად, ბელორუსის პრეზიდენტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გამწვავებულ კონფლიქტებს ასახელებს.


 ასევე წაიკითხეთ: