რუსეთს შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა მალე დასჭირდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს მტერი ავრცელებს ინფორმაციას მობილიზაციის სავარაუდო დასრულების შესახებ... რუსეთის მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნის ახალი ტალღების უსარგებლობაზე. ჩვენ სულ სხვას ინფორმაცია გვაქვს ფრონტის ხაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებულთა გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებული და აღჭურვილი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა მალე დასჭიდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა.
შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.