სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, სისტანი და ბელუჯისტანის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ზაჰედანში, საპროტესტო აქციის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ცნობილია, ანტისამთავრობო გამოსვლებისას, უშიშროების ძალების წარმომადგენლებსა და შეკრებილებს შორის კვლავ შეტაკებები იყო.
ირანში საპროტესტო აქციების მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.