"დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული", - კახეთში, დის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა.
"დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული. ამ ეტაპზე, გარკვეულ ნაწილადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არის გაუფრთხილებელი დანაშაული, რომლის ნიშნებიც იკვეთება ამ კუთხით. დაცვის მხარეც უკვე მომავალში გადაწყვეტს განაჩენების გასაჩივრების საკითხს" - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.