უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის საბაბი იპოვა.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინამ მანამდე განაცახადა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ ჩაშლას გეგმავდა.
„ახლა მოსკოვმა „ხორბლის დერეფნის“ დაბლოკვის მიზეზი მოიფიქრა, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომ რუსეთს მოსთხოვონ შეწყვიტოს „შიმშილის თამაშები“ და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, - განაცახდა კულებამ.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, დღეს სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს.
სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.