სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. თუმცა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ქუჩაში ბევრი ცხედარია. სავარაუდოდ, დაიღუპნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები.
მედიის ცნობით, თავდასხმა იმავე გზაჯვარედინზე მოხდა, სადაც ხუთი წლის წინ მსგავსი ინციდენტის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აფეთქებები იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განთავსებული, მათ შორის განათლების სამინისტრო. უწყების დაცვამ განაცხადა, რომ სულ მცირე 12 ცხედარი და 20-ზე მეტი დაშავებული დაინახა.