ჰელოუინის დღესასწაულის დროს, სეულში 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის დღესასწაულის დროს ჭყლეტის გამო, გულის გაჩერების შემდეგ, თითქმის 50-ზე მეტ ადამიანს გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირდა.

ჭყლეტა, სეულში სასტუმრო Hamilton-თან, იტხევონის რეგიონში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში 81 ზარი შევიდა ადამიანებისგან, რომელთაც ინციდენტის შედეგად სუნთქვა უჭირდათ. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა ბრძანება გასცა, რომ დაშავებულებისთვის სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაეწიათ. 

განალება

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეულში ჭყლეტას 120 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 150 დაშავდა.