რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
კრემლის ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს, ორმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა და იმსჯელა მთიანი ყარაბაღისთვის ბოლო წლებში ყველაზე მძაფრი ბრძოლების შეჩერების მიზნით დიპლომატიური ზომების მიღების თაობაზე.
კრემლის ინფორმაციის თანახმად, „ვლადიმირ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ და მთლიანად შეწყვიტონ ცეცხლი, განმუხტონ ვითარება და გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება".
ორი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან გააკეთონ განცხადება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის და ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის სახელით მოლაპარაკების განახლების შესახებ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.
აზერბაიჯანის და სომხური ძალები აპირებენ გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები, რაც ფართომასშტაბიან და შესაძლოა, თვით რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის, მთიანი ყარაბაღისთვის, რომელსაც 1990-იანი წლებიდან სომხური ძალები აკონტროლებენ, ბრძოლაში ჩაბმული არიან შეიარაღებული დრონები, ტანკები, შვეულმფრენები და არტილერია. ბრძოლები მიმდინარეობს ორ მხარეს შორის გამყოფი ზოლის თითქმის ყველა მონაკვეთზე.