Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის დრონები მალე შეძლებენ დაუპირისპირდნენ ირანული წარმოების კამიკაძე თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის, საჰაერო-ჰაერი რაკეტების გამოყენებით.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, თურქულ სააგენტის, რაკეტების მწარმოებელ გიგანტ Roketsan-სა და Baykar-ს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი, რომელიც საჰაერო თავდაცვის რაკეტების ინტეგრირებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, თურქული კომპანია "ბაირაქტარი", უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში აპირებს.