უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ადგილი არ არის მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„რუსეთის ფედერაციის სუბიექტებმა უნდა გაიგონ: მათ აღარ აქვთ 2022 წლის იანვარში დაბრუნების საშუალება. ცივილიზებულ სამყაროსთან მოლაპარაკებებისთვის, აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მათთვის ადგილი არ არის. უკრაინაში მხოლოდ გენოციდია, ომი, რომელსაც წააგებენ და ტრიბუნალი, სადაც მათ სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
მანამდე, მიხაილო პოდოლიაკმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, უკრაინას გადასცეს ჩამორთმეული რუსული აქტივები.