Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა

უოლტონების ოჯახი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს საბითუმო და საცალო ქსელს Walmart-ს ფლობს, მეოთხე წელია, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახების სიაში პირველია. მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სიას Bloomberg-ი ადგენს. 

სააგენტომ ოჯახის ქონება $224,5 მილიარდად შეაფასა, რაც წლის განმავლობაში $13,7 მილიარდით შემცირდა.

Walmart ბიზნესმენმა სემ უოლტონმა 1962 წელს დააარსა. ახლა მსოფლიოში ამ ქსელის მაღაზიების რაოდენობა 10,5 ათასს აჭარბებს, შტაბ-ბინა მდებარეობს ბენტონვილში (არკანზასი), კომპანიის შემოსავალი $573 მილიარდია. უოლტონის ოჯახი ქსელის წილების 47%-ს ფლობს.

უმდიდრესი ოჯახების ტოპ 10-ში ასევე შედის:

მარსის ოჯახი, რომელიც მარსის საკონდიტრო წარმოებას ფლობს - $160 მილიარდი (+ $18 მილიარდი წელიწადში);

კოხების ოჯახი, ამერიკული პეტროქიმიური კორპორაციის Koch Industrues-ის მფლობელები - $124,4 მილიარდი (+$4,4 მილიარდი);

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი - $105 მილიარდი (+$5 მილიარდი);

ჰერმეს ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის მფლობელები - $94,6 მილიარდი (-$17 მილიარდი);

ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობის წარმოებისა და გადამამუშავებელი ჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელები - $84,6 მილიარდი (-$9,1 მილიარდი);

Wertheimer ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის მფლობელები - $79 მილიარდი (+$17,2 მილიარდი);

Cargill ოჯახი, Cargill სასოფლო-სამეურნეო კომპანიის მფლობელები, $65,2 მილიარდი;

ტომპსონის ოჯახი, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის საკონტროლო წილის მფლობელები - $61,2 მილიარდი;

ჰოფმანის ოჯახი, შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche Holding-ის უმცირესობის მფლობელები - $45,1 მილიარდი.

საერთო ჯამში რეიტინგში 25 ოჯახი მოხვდა. მათ შორისაა ალბრეხტის ოჯახი, რომელიც გერმანულ ფასდაკლების მაღაზიათა ქსელს Aldi (41,4 მილიარდი დოლარი) ფლობს, კოქსის ოჯახი, სატელეკომუნიკაციო კომპანია Cox Enterprises (28,3 მილიარდი დოლარი), Mistry ოჯახი, ინდური სამშენებლო კომპანია Hapoorji-ს მთავარი მფლობელები, „პალონჯი ჯგუფი“ და სხვები.

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი 25 ოჯახის ერთობლივი სიმდიდრე $1,5 ტრილიონია, რაც $143 მილიარდით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 

კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ცენტ-მილიონერთა რიცხვი 25 490 ადამიანს შეადგენს. ესენი არიან ძირითადად ტექნოლოგიებისა და მრავალეროვნული კომპანიების მფლობელები, ფინანსისტები და ოჯახის მემკვიდრეები. ბოლო 20 წლის განმავლობაში მათი რიცხვი გაორმაგდა.

ცენტ-მილიონერთა 38% (9 730) აშშ-ში, ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს, შესაბამისად ჩინეთი მეორე (2 021), ხოლო ინდოეთი მესამე (1 132) ადგილზეა. მეოთხეა დიდი ბრიტანეთი (968), მეხუთეზე კი გერმანია (966).

ათეულში ასევე მოხვდა შვეიცარია, რომელიც მეექვსე ადგილზეა (808), ცენტ-მილიონერთა ათეულშია იაპონია (765), კანადა (541), ავსტრალია (463). საგულისხმოა, რომ ყველაზე მეტი ცენტ-მილიონერთა ქვეყნების ათაეულს რუსეთი კრავს (435).

Bloomberg-ის მონაცემებით, სხვა მსხვილი ეკონომიკები, საფრანგეთი (380) და იტალია (298), არ იყვნენ ლიდერებს შორის ცენტ-მილიონერთა რაოდენობის მიხედვით. მკვლევრების აზრით, უახლოეს წლებში აზიასა და აფრიკაში სუპერ მდიდარი ადამიანების რიცხვი სწრაფად გაიზრდება.