სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7754 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.04 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7557 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1491 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2009 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1-ელი ნოემბრიდან შევა ძალაში.