აშშ ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბომბდამშენების განლაგებას გეგმავს - მედია

აშშ გეგმავს, ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე, თავისი ბირთვული B-52 ტიპის ბომბდამშენები ჩრდილოეთ ავსტრალიაში განალაგოს, იტყობინება  ამერიკული მედია.

ABC News-ს ინფორმაციით, ვაშინგტონი სულ ექვსი ასეთი ბომბდამშენის განთავსებას ტინდალის საჰაერო ბაზაზე გეგმავს.

„ეს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის მოწინააღმდეგეებს ჩვენი შესაძლებლობების შესახებ“, ციტირებს მედია აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის სიტყვებს.

უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი ერთგვარი გაფრთხილება ჩინეთისთვის, თუ ის ტაივანზე რაიმე თავდასხმას შეეცდება.