ბირთვული ენერგიის შესახებ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი სამი ატომური ელექტროსადგურის (6 რეაქტორით)აშენებას გეგმავს.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყეს.
მან ისიც დაადასტურა, რომ ვარშავა ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ერთად იმუშავებს პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად.
მისივე თქმით, ხსენებული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ განავითარებს ენერგიის განახლებადი წყაროებს.
„თუმცა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, რომელსაც დღეს ქვანახშირი უზრუნველყოფს“, - დაამატა მორავეცკიმ.