ოლიგარქმა ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და თავის Instagram-ზე შესაბამისი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

„მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. არ შემიძლია და არ მინდა, ვიყო ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი მშვიდობიან მეზობელთან და ყოველდღე კლავს უდანაშაულო ადამიანებს. სირცხვილია, რომ მქონდეს ამ ქვეყნის პასპორტი.

იმედი მაქვს, რომ მეტი ცნობილი რუსი ბიზნესმენი დამიჭერს მხარს, რათა პუტინის რეჟიმი და მისი ეკონომიკა დაასუსტონ და საბოლოოდ დამარცხებამდე მივიყვანოთ. მე მძულს პუტინის რუსეთი, მაგრამ მიყვარს ყველა რუსი, ვინც ცალსახად ეწინააღმდეგება ამ გიჟურ ომს!” - წერს ტინკოვი.

ტინკოვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო ერთ-ერთი პირველი, იმ მცირერიცხოვან რუს ბიზნესმენებს შორის, რომელიც ომს ღიად დაუპირისპირდა.