სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში „ფრანს-პრესის“ თანამშრომლებს თავს დაესხნენ

ავტომობილი, რომლითაც „ფრანს-პრესის“ თანამშრომლები მთიან ყარაბაღში გადაადგილდებოდნენ, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტამდე, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ქალაქ მარტუნის დაბომბვის შედეგად გამოცემა Le Monde-ს ორი ჟურნალისტი, ARMENIA TV-ის ოპერატორი და 24News-ის ჟურნალისტი დაშავდნენ.