ევროზონაში ინფლაციამ რეკორდს მიაღწია

ევროზონაში, ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (ევროსტატის) წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ინფლაციამ რეკორდი დაამყარა და წლიურმა მაჩვენებელმა 10,7% შეადგინა. 

ინფლაცია დაჩქარდა სექტემბერში 9,9 პროცენტიდან და ახალ მაქსიმუმს მიაღწია. 

ენერგორესურსების ღირებულება 41,9 პროცენტით გაიზარდა. სურსათი, ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა 13,1 პროცენტით, წარმოებული საქონელი - 6 პროცენტით, მომსახურება - 4,4 პროცენტით.

ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ესტონეთში ( წლიური 22,2 პროცენტი), ლიეტუვაში (22 პროცენტი) და ლატვიაში (21,8 პროცენტი).

ყველაზე დაბალი ინფლაცია აქვს საფრანგეთში (7,1 პროცენტი), სემდეგ ესპანეთს (7,3 პროცენტი), მალტას (7,5 პროცენტი), ფინეთსა (8,3 პროცენტი) და კვიპროსს (8,6 პროცენტი).

საანგარიშო თვეში ინფლაციამ ნიდერლანდებში 16,8 პროცენტი შეადგინა, სლოვაკეთში - 14,5 პროცენტი, ბელგიაში - 13,1 პროცენტი, იტალიაში - 12,8 პროცენტი, გერმანიაში - 11,6 პროცენტი, ავსტრიაში - 11,5 პროცენტი, პორტუგალიაში - 10,6 პროცენტი, სლოვენიაში - 10,3 პროცენტი, საბერძნეთში - 9,8 პროცენტი, ირლანდიაში - 9,6 პროცენტი, ხოლო ლუქსემბურგში - 8,8 პროცენტი.

ამრიგად, ოქტომბერში ევროზონაში ინფლაცია ბოლო 25 წლის უმაღლეს ნიშნულზეა. ამჟამინდელი ინფლაციის მაჩვენებელი ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სამიზნე 2 პროცენტს, 5-ჯერ აღემატება.