დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბელორუსში MiG-31 ტიპის თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტას განათავსებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბელორუსში MiG-31 ტიპის თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტას განათავსებს, თუმცა მარაგი, სავარაუდოდ, ძალიან შეზღუდულია. დაზვერვის თანახმად, Kinzhal-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის ბელორუსში განთავსება რუსეთს დამატებით, მცირე უპირატესობას მისცემს, რაც უკრაინის შიგნით სამიზნეებზე დარტმის მიტანაში გამოიხატება.

„რუსეთი სავარაუდოდ, ომში ბელორუსის როგორც თანამონაწილედ წარმოჩენის მიზნით მოქმედებს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს.

ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული.