უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი მიწვევის გაუქმება მოითხოვა.
„პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება გასცა.
სისხლით შეღებილი ხელებით მას არ უნდა მიეცეს უფლება, მსოფლიო ლიდერებთან ერთად მაგიდასთან დაჯდეს. პუტინის მიწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ უნდა გაირიცხოს“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყება.