თეგი: G20

აშშ არ მიიღებს მონაწილეობას G-20-ის ფინანსური ლიდერების შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არ მიიღებენ მონაწილეობას მიმდინარე წელს „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება. ამის შესახებ Bloomberg წერს.  მოგვიანებით პრეს-სპიკერმა განმარტა, რომ იელენი გულისხმობდა ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკის მმართველების შეხვედრას, რომელიც 20 აპრილს ვაშინგტონშია დაგეგმილი.  „მე გასაგებად ვუთხარი ჩემს ინდონეზიელ კოლეგებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგ შეხვედრებში, თუ რუსები იქ იქნებიან", - თქვა იელენმა.  ინდონეზია 2022 წელს „დიდი ოცეულის“ მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ლიდერთა სამიტი ბალიში მიმდინარე წელს ნოემბერში გაიმართება.  G-20-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები მასპინძელ ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან. აპრილის სესიის გამართვა იგეგმება ვაშინგტონში „საერთაშორისო სავალუტო ფონდისა" და „მსოფლიო ბანკის" საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში. ასევე წაიკითხეთ  Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის განაცხადებით, რუსეთს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე ის უკრაინაში შეჭრას განაგრძობს. „რუსეთს არ აქვს მორალური უფლება იჯდეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მაშინ როცა მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა. ამასთან, ოფიციალური ლონდონი მიესალმება იმას, რომ უკრაინა G20-ის ლიდერთა სამიტზე, შესაძლოა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ იყოს წარმოდგენილი. ცნობითვის, ინდონეზია „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს ნოემბერში უმასპინძლებს. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაესწრებიან.  

ბაიდენი ამბობს, რომ სი ძინპინს G20-ის სამიტზე შეხვდება, თუ მას ჩინეთის ლიდერიც დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავის ჩინელ კოლეგას შეხვდება, თუ ის G20-ის მომავალ სამიტს დაესწრება.  ამის შესახებ, Anadolu-ს ცნობით, ბაიდენმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა. „თუ ის იქ იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.  13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი G20-ის სამიტი, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი მიმდინარე თვეს არის დაგეგმილი. დიდი ოცეული აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. მისი წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. 

უკრაინა „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი მიწვევის გაუქმება მოითხოვა. „პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება გასცა. სისხლით შეღებილი ხელებით მას არ უნდა მიეცეს უფლება, მსოფლიო ლიდერებთან ერთად მაგიდასთან დაჯდეს. პუტინის მიწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ უნდა გაირიცხოს“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყება.

მიხაილო პოდოლიაკი: პუტინის დასწრება G20-ის სამიტზე, მსოფლიო ელიტას არასწორ სიგნალს გაუგზავნის

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფნა G20-ის სამიტზე, არასწორ სიგნალს გაუგზავნის გლობალურ პოლიტიკურ ელიტებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ის ვინც გენოციდს ჩაიდენს უკრაინაში, უნდა იყოს განდევნილი და იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. მიხაილო პოდოლიაკი: პუტინის ყოფნა G20-ის სამიტზე, შესაძლოა, აგრესორთან ფლირტს და გენოციდის დაკანონებას ნიშნავდეს „ამის გამოსწორება გვიანი არ არის“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.  

G20-ის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთმა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე უარი განაცხადა

პეკინმა უარი თქვა G20-ის განცხადების ნაწილის მიღებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. G20-ის შეხვედრის შემდეგ, ინდოელმა მაღალჩინოსანმა აჯაი სეთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ფორმულირებას უკრაინის შესახებ, რადგან „მათი მანდატი არის ეკონომიკური და ფინანსური საკითხების მოგვარება“. ინფორმაციისთვის: ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.  ხუთშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. დოკუმენტს მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 32-მა თავი შეიკავა, ხოლო შვიდი, მათ შორის რუსეთი, წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, CIA-ს დირექტორის თქმით, აშშ „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი „განიხილავს“ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას, მაგრამ დაზვერვის ვარაუდით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, პეკინს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.