სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც ჩინურ ვაქცინას გაიკეთებენ

სერბეთი ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობაც ჩინურ ვაქცინას გაიკეთებს.

19 იანვარს სერბეთმა მასობრივი ვაქცინაცია რისკჯგუფებით დაიწყო. ვაქცინას პირველ რიგში სამხედროები, სამედიცინო პერსონალი და მასწავლებლები მიიღებენ.

გასულ კვირას სერბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „Sinopharm“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა ჩაიტანეს.

სერბეთის პრემიერის თქმით, ის ჩინურ "Sinopharm"-ის ვაქცინას სრულიად ენდობა. თავად პრემიერი გასულ წელს Pfizer-ით აიცრა.სერბეთი ასევე გეგმავ, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში რუსეთის მიერ წარმოებული პრეპარატი Sputnik V-ის შეტანას, რათა მოსახლეობისთვის უფრო მეტი ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი.