NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 4 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. თურქული მედიის ცნობით, თურქეთში ვიზიტისას, ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება.
NATO-ს გენერალური მდივანი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
თურქეთის პრეზიდენტი 8 ნოემბერს, ანკარაში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონსაც მიიღებს.