რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფქტო რესპუბლიკებთან თანამშრომლობას ზედამხედველობას გაუწევს.
შესაბამისი ბრძანება, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა, იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
მანამდე, რუსეთის მთავრობაში დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორი ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი იყო.
ალექსანდრ ნოვაკი 2012-2020 წლებში, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის 9 ნოემბრიდან კი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის საკითხებში. ხოლო 2021 წლის 19 ივლისიდან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში, კურატორად დაინიშნა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ალექსანდრ ნოვაკი უკრაინის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება.