გერმანიის კანცლერი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნების შესახებ თურქეთის ძალისხმევას აფასებს.
ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, შოლცმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მოსაზრებები გაცვალეს.
სპკერის თქმით, ორმა ლიდერმა რუსეთის ბირთვული რიტორიკა გააკრიტიკა. ამასთან, შოლცმა კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდება, რომ უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად და განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა.
უკრაინული მხარის ცნობით, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნება.
განახლება: „პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Anadolu-ს ცნობით. ერდოღანი დღეს სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.