დანიის მმართველი პარტია, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს. მედიის ცნობით, ამას ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს.
ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის მიერ შექმნილი ახალი პარტია ქვეყანაში სიდიდით მესამე პოლიტიკური გაერთიანება გახდება.