ბრიტანეთმა უკრაინის არმიას 195 000 ზამთრის ფორმა გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 195 000-ზე მეტი ზამთრის ფორმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

კომპლექტში შედის ზამთრის ფორმა, ასევე პირველადი დახმარებისა და ქიმიური ან ბირთვული თავდასხმისგან დაცვის ნაკრები.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფორმა იმ უკრაინელ ახალწვეულებს გადაეცათ, რომლებმაც სწავლება ბრიტანეთის სასწავლო პოლიგონზე უკვე დაასრულეს .

ლონდონი 19 ათას უკრაინელ ჯარისკაცს წვრთნის, მათგან ცხრა ათასმა სწავლება უკვე გაიარა.