რუსეთში, ადგილობრივი წარმოების ახალი მსუბუქი ავტომობილების ბაზრის მოცულობა, 2022 წლის ოქტომბერში წლიურ ჭრილში 63,1%-ით შემცირდა და 43 308 ერთეული შეადგინა, რაც მიმდინარე წლის სექტემბერის მონაცემზე 2,5%-ით ნაკლებია.
ბაზრის ლიდერი გასულ თვეში რუსული Lada იყო, რომლის გაყიდვების წილი ოქტომბერში 39,5%-მდე გაიზარდა.
AtvoVAZ-ის მანქანების გაყიდვები წლიურად 24,1%-ით შემცირდა და 17 113 ათასი შეადგინა, ამავე დროს, 2022 წლის სექტემბერში, როგორც მანამდე ევროპული ბიზნესის ასოციაცია (AEB) იტყობინება, რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 20,641 Lada.
გასულ თვეში ყველაზე პოპულარული მოდელი Lada Granta იყო – ამ მოდელის 10 978 მანქანა გაიყიდა.
ოქტომბერში რუსეთში გაყიდვებში (4,316 ათასი მანქანა) მეორე ადგილი დაიკავა ჩინურმა ბრენდმა Haval-მა, რომელიც ყველაზე პოპულარული უცხოური ავტომობილი გახდა.
ხუთეულში ასევე შედის ჩინური Chery (3,838 ათასი ერთეული), სამხრეთ კორეული Kia (2,738 ათასი ერთეული) და Hyundai (2,72 ათასი ერთეული).
10 თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა 518 011 ათასი ახალი მანქანა კლება -59,6%-ია.