უნგრეთი ნამდვილად არის დაინტერესებული აზერბაიჯანული გაზით, ამის შესახებ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ტამაშ ტორმამ 3 ნოემბერს Trend-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემა მალე იქნება მზად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მისაღებად.
ამასთანავე, ელჩის თქმით, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე უნგრეთისთვის, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამოცანაა.
„სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ჩვენი შესაძლო გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სოკარსა და უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიებს MOL-სა და MVM-ს შორის. თუმცა იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მიწოდებასა და სატრანსპორტო სიმძლავრეებში და კონკრეტული ვალდებულებები უნდა იყოს აღებული არამხოლოდ უნგრეთის მხრიდან“, - განაცხადა ელჩმა.