აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი ჩრდილოეთ კორეიდან (DPRK) რუსეთში იარაღის გადაზიდვის წინააღმდეგ.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აშშ იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს ირანული იარაღის რუსეთისთვის მიწოდების წინააღმდეგ, ანალოგიურად ვმოქმედებთ DPRK-ის შემთხვევაშიც“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, მიუხედავად საჯარო უარყოფისა, რომელიც მოვისმინეთ DPRK-ისგან, ის ფარულად ამარაგებს რუსეთის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი რაოდენობით, ასევე, წარმოაჩენს, რომ თითქოს, ეს იარაღი იგზავნება ახლო აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.
ჩვენ გავაგრძელებთ გზების მოძიებას, რათა DPRK პასუხისმგებლად მივიჩნიოთ არამხოლოდ მისი WMD (მასობრივი განადგურების იარაღი) და ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის, არამედ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი მუდმივი მიწოდებისთვისაც“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.