- არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი საიდუმლო მისიით იმყოფებოდა საუდის არაბეთში.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები სექტემბერში ცდილობდა, დაერწმუნებინათ საუდის არაბეთი, რომ არ შეემცირებინა ნავთობის მოპოვება, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
- ეს პოზიცია მხარს უჭერს ჯო ბაიდენის შეხედულებას ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.
გაზეთის ცნობით, სექტემბერში, აბუ დაბიმ ამ მისიით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი გაგზავნა რიადში.
მისივე ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეიხ ტაჰნუნი ფარულად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამად ბინ სალმანს.
ემირატები შიშობდა აშშ-ის უარყოფით რეაქციასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის მწარმოებლები შესაძლოა, რუსეთის მოკავშირეებად ჩაითვალონ.
არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ ნავთობის გამომუშავების შემცირება, ეკონომიკურად აუცილებელი არ იყო, რითაც თეთრი სახლის შეხედულებას გამოეხმაურა.
„არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან.
გასულ თვეში, არაბეთის გაერთიანებული საამიროები დაემორჩილა OPEC+-ის გადაწყვეტილებას, შეემცირებინა წარმოების კვოტები დღეში 2 მილიონი ბარელით, ამავდროულად, გაუგზავნა სიგნალი დასავლეთს, რომ მას შეეძლო ბაზარზე მეტი ნედლი ნავთობის მიწოდება საამიროდან“, - წერს WSJ.
ქვეყნები, რომლებსაც წარმოების შემცირების გამო, არასასიამოვნო განწყობა ჰქონდათ, იყვნენ UAE, ერაყი და ბაჰრეინი, იტყობინება თავის მხრივ, Financial Times-ი.
„ამასობაში, აშშ-საუდის არაბეთის ალიანსში მკვეთრი გაუარესებაა. OPEC+-ის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა ნავთობის ჯგუფი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა“, - წერს The Wall Street Journal-ი.