უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, ათწლიანი ომის დროს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა.
„სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, 10-წლიანი ომის დროს - 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში - 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში", - წერს ზალუჟნი.
უკრაინული მხარის ცნობით, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით, 74 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და 258 მტრული ვერტმფრენი გაანადგურეს.