თურქეთი მიმდინარე წლის ნოემბერში დაასრულებს მილსადენის მშენებლობას შავი ზღვიდან გაზის სისტემასთან დასაკავშირებლად, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მანამდე გაზეთი Sabah-ი წერდა, რომ თურქეთი შავ ზღვაში მდებარე საკარიას საბადოდან 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროექტში თითქმის 10 მილიარდ დოლარს ჩადებს. გეგმების მიხედვით, პირველი გაზი საბადოდან თურქეთში 2023 წელს უნდა შევიდეს. შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზის ღირებულება 400 მილიარდ დოლარად ფასდება.
„BOTAŞ (თურქეთის სახელმწიფო კომპანია) ამ თვეში დაასრულებს ხმელეთზე გაზის მილსადენს ეროვნულ სისტემასთან დასაკავშირებლად“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Anadolu რეჯეფ თაიფ ერდოღანს.