ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს

ირანელები მალე გათავისუფლდებიან.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანში საპროტესტო აქციების ფონზე გააკეთა, იუწყება Associated Press-ი.

ხსენებულ საკითხზე ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე, რომლის დროსაც, ტელეფონები აღმართეს წარწერით  - FREE IRAN („თავისუფალი ირანი“).

People hold up phones displaying the words 'Free Iran' as President Joe Biden speaks at a campaign event in support of Rep. Mike Levin, D-Calif., Thursday, Nov. 3, 2022, in San Diego. (AP Photo/Patrick Semansky)

„ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს. ისინი ძალიან მალე გაითავისუფლებენ საკუთარ თავს", - თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას, ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.