აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ნოემბერს, ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ცნობით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი. ბაქოში აცხადებენ, რომ საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „რეაგირების ადეკვატური ზომები“ მიიღეს.
ერევანში აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.
"სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია", - აცხადებს ოფიციალური ერევანი.
შეგახსენებთ, რომმ 3 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მხარეებმა მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდეს.