ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ირანი მალე თავისუფალი იქნება.
„რამდენიმე საათის წინ შევიტყვე შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შესახებ. როგორც ჩანს, ის დაბნეული იყო, რადგან ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არ მოექცეს აშშ-ის ტყვეობაში“, - თქვა რაისმა თეირანში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.