საქართველოს ეროვმული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად კარტოფილი (41%-ით) გაძვირდა, რამაც თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, საპირისპიროდ, ბენზინის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
სურსათზე ფასების ზრდამ ოქტომბრის წლიურ ინფლაციაში 4.6%-იანი წვლილი შეიტანა.
„აქედან გამოსარჩევია ყველზე და პურზე წლიურად შესაბამისად 29% და 21%-ით ფასების მატება და თითოულის 0.8 პპ-იანი წვლილი. ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება.
ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 0.8 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 7.3 პროცენტს შეადგენდა“, - ნათქვამია სებ-ის კვლევაში.