გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი, ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

Spiegel-ის ცნობით, ბუშმანი უკრაინის ხელისუფლებასთან და უფლებადამცველებთან მოლაპარაკებას გეგმავს.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა სამხედრო თავდასხმების საერთაშორისო გამოძიება იქნება. ცნობილია, რომ გერმანიას ამ საკითხში უკრაინის მხარდაჭერა სურს.

„რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებას, ბოლო თვეებსა და თებერვალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როგორც უკრაინისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, “- თქვა Spiegel-თან ბუშმანმა.

გარდა ამისა, მხარეებმა უნდა განიხილონ იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გეგმები.