პოლონეთში „ვიშეგრადის ჯგუფის“ ქვეყნების (V4, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი) ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები Puma-2022 დაიწყო.
სამხედრო წვრთნები ნოვაია დემბას პოლიგონზე, პოდკარპაკის სავოევოდოში (პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით) მიმდინარეობს.
სამხედრო მანევრებში 2000-მდე სამხედრო და 300-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნებში V4 ქვეყნების ქვედანაყოფების გარდა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დანაყოფებიც მონაწილეობენ.
წვრთნებში ძირითადად ჯავშანტექნიკის და მექანიზებული ჯარების ქვედანაყოფები, ასევე არტილერისტები, მესაზღვრეები, ქიმიკოსები და დაზვერვის ოფიცრები მონაწილეობენ.
Puma-2022-ის წვრთნების პარალელურად, System-22-ის, Gepard-22-ისა და San-22-ის სამეთაურო-საშტაბო წვრთნებიც ჩატარდება.
სამხედრო წვრთნები 9 ნოემბერს დასრულდება.