ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერების თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დაშინება არ გაუვა

Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და მის პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სუნაკი და მორავეცკი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალები არ უნდა შეწყდეს, რომ „დაშინება არ გაუვა“.

გარდა ამისა, სუნაკმა და მორავეცკიმ ისაუბრეს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საუბარი ასევე შეეხო ბელორუსში არსებულ ვითარებას.

კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს“.

„ბელორუსში არსებული ვითარების განხილვისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და მხარს უჭერს პოლონეთს რუსული აგრესიის ფონზე“, - იტყობინება დაუნინგ სტრიტი.