პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან „მოლაპარაკების“ ძირითადი კომპონენტები მძიმე იარაღი უნდა იყოს.
ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.
„რუსეთთან მოლაპარაკებებისას დელეგაცია Abrams-ის, Leopard-ის, Marder-ისა და HIMARS-ისგან უნდა შედგებოდეს. შეხვედრის ადგილი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე წერტილი უნდა იყოს", - წერს პოდოლიაკი.